„ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანებს საკუთარი სხეულით ციხეში ნარკოტიკები და სხვა აკრძალული ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონებიც კი შეუტანიათ“

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სასჯელაღსრულების მინისტრსა და ექსპერტებს შორის გამართულ შეხვედრაზე და ციხეში პატიმართა გაშიშვლების შესახებ ისაუბრა.
არეშიძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მიჰყავთ, გარკვეული დაზიანებები აქვს მიღებული. მისი თქმით, ამის ნახვა აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგეს, სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს არ დაბრალდეს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანებს საკუთარი სხეულით ციხეში სხვადასხვა ნივთი შეუტანიათ.
„ პატიმრის დაკავების შემდეგ მისი გაშიშვლების პროცესი რომ შეურაცხმყოფელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ არსებობს რეგულაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა ციხეშია მიღებული. ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულების სიტემაში მიჰყავთ, გარკვეული დაზიანებები აქვს მიღებული. ამის ნახვა აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგეს და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს არ დაბრალდეთ და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. თუ ზედაპირული დაზიანებაა, ვერავითარი რენტგენი მას ვერ გამოავლენს. ეს დაადასტურეს ექსპერტებმაც. ეს პროცედურა პატიმრის დაცვის ერთგვარი საშუალებაც არის. ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანებს თავიანთი სხეულით ციხეში სხვადასხვა ნივთი შეუტანიათ. შექვთ ნარკოტიკები და სხვა აკრძალული ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონებიც კი“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები