ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.
როგორც მან აღნიშნა, ქართულ ფეხბურთში შექმნილია კრიზისული ვითარება. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, რის გატარებასაც ის გეგმავს, თუ მოხდება მისი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.
“დღევანდელი მდგომარეობა, სადაც იმყოფება ქართული ფეხბურთი, ამაზე უარესი აღარ არსებობს,” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.
კობიაშვილთან ერთად, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მოქმედი გენერალური მდივნის რეზი არველაძის კანდიდატურაც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები