კახა კალაძე: ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ

მხარს ვუჭერ ქართული ფეხბურთის განვითარებას და იმ ჭაობიდან ამოყვანას, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ქართული ფეხბურთის განვითარებას ფინანსურად დაეხმარება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი მოგვიანებით განაცხადებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მისთვის სასურველი კანდიდატის შესახებ.
„მხარს ვუჭერ ქართული ფეხბურთის განვითარებას და იმ ჭაობიდან ამოყვანას, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით. მოგვიანებით მეც გეტყვით ჩემს მოსაზრებას, როგორც ფეხბურთის მოყვარული და როგორც ამ სპორტში მოღვაწე წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ნებისმიერი გულშემატკივრის ოცნებაა, რომ ქართულ ფეხბურთს მივხედოთ. სახელმწიფო ვეცდებით, მონაწილეობა მივიღოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები