ტარიელ ხეჩიკაშვილი: სიჭინავამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ზვიად სიჭინავამ ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა, – ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ზვიად სიჭინავას წასვლას.
მინისტრის შეფასებით, სიჭინავამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ხეჩიკაშვილმა განაცხადა, საფეხბურთო საზოგადოებამ კარს მომდგარი არჩევნები უნდა გააანალიზოს.
“ბატონი ზვიადი ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა, ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. ეს მისი სტილია, სიჭინავამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. საფეხბურთო საზოგადოებამ ახლა უნდა გააანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია კარს მომდგარი არჩევნები”,- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები