სტიქიის ზონაში ზოგი ოჯახი საცხოვრისში შეჭრილი იყო, ასეთ ოჯახებს ხელისუფლებამ 10 000 – ლარიანი დახმარება უნდა მისცეს“

„წესი, რომელიც არის შემუშავებული, არ გულისხმობს მოსარგებლეებისათვის ზარალის ანაზღაურებას. სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ ოჯახები, რომლებთაც თავიანთი საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ და საცხოვრებლებში იყვნენ შეჭრილები, იმის გამო, რომ სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ, ზოგსაც ნაქირავები ჰქონდა, ზოგიც ნათესავის ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ მათ გააჩნდათ უამრავი პირადი ნივთი, ამის ანაზღაურება აუცილებლად უნდა მოხდეს“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საკრებულოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ გააკეთა.
უგრეხელიძის თქმით, აუცილებელია ასევე დაზარალებულ მოსახლეობას დაუზღვეველი ავტომობილების ზიანიც აუნაზღაურდეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ამომწურავი პასუხი ოპოზიციამ დღემდე ვერ მიიღო. „არის, მაგალითად, კალუჟინების ოჯახი, რომელსაც ახლახან მეორე შვილი შეეძინა. ისინი იმ ტერიტორიაზე არც მესაკუთრეები იყვნენ, არც მოსარგებლეები. ისინი შეჭრილები იყვნენ. მათ რომ სხვა საცხოვრისი ჰქონოდათ, ხომ არ შეიჭრებოდნენ? მათ ერთჯერადად მხოლოდ 500 ლარი გადაუხადეს, სხვა დახმარება არ მიუღიათ. ვფიქრობ, რომ ასეთმა ოჯახებმა 10 000-ლარიანი დახმარება უნდა მიიღონ, რათა მათ სხვა ადგილზე ოჯახის მოწყობა შეძლონ“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები