საკრებულოს ქონების განკარგვის უფლება უბრუნდება

საკრებულოს წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სევდია უგრეხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქონების განკარგვის უფლების დაბრუნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პოლიტიკური თამაშია და გაუგებარია, მერიამ თავის დროზე ან რატომ წაიღო, ან მუნიციპალიტეტს იგივე ფუნქცია დღეს რატომ უბრუნდება.
„ქონების განკარგვის უფლება მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შემდეგ ეს უფლება წაიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ და საკითხის გადაწყვეტა თავად დაიწყეს, რაც  ძალიან მოუქნელი მექანიზმი იყო. ახლა პირდაპირი განკარგვით ქონების გასხვისების უფლება უბრუნდება მუნიციპალიტეტს, საკრებულოს უფლება ექნება, რომ გასცეს თანხმობა. ან მაშინ რატომ წაიღეს, ან ახლა რატომ ბრუნდება? ეს არის პოლიტიკური თამაში. ცუდი შემსრულებლების ხელში ეს კვლავაც ცუდი იქნება, ვინაიდან სწორი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები მერიაში და საკრებულოში ნაკლებად არიან“,- აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.
არსებობს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებშიც არა მარტო პირდაპირი განკარგვით, არამედ აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით შედის ცვლილება, რასაც, უგრეხელიძის განმარტებით, საკრებულო აღარ შეითავსებს. მისი თქმით, ეს უფლება მერიას მიაქვს. რიგი ძალიან ბევრი ფუნქციისა, სევდია უგრეხელიძის თქმით, პირდაპირ ქონების მართვის სააგენტოზე გადადის, ამით საკრებულო პასუხისმგებლობას იხსნის, რაც, მისივე განმარტებით, დაუშვებელია და ქონების მართვის სააგენტოზე ხელის შეწმენდას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები