თინა ხიდაშელი: ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება

ძალიან ბევრი დიდგორის მონაწილენი ვართ და ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის თავდადება უნდა დავამტკიცოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ბევრ ისტორიულ საკითხზე დავობს ყველა, მათ შორის, ისტორიკოსები, მაგრამ დიდგორის ბრძოლა ის საკითხია, რომლის მნიშვნელობაზე არავინ დავობს.
“ძალიან ცოტაა ისეთი საკითხი საქართველოში, რაზეც არავინ დავობს. დიდგორი ერთ-ერთი ასეთია. დიდგორზეც დავობენ ისტორიკოსები, მაგრამ მის მნიშვნელობაზე არავინ დავობს. თუ არავინ დავობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ფუნქცია უნდა შეიძინოს მან ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლებაში. ჩვენ, სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი დიდგორი გვაქვს წინ. ძალიან ბევრი დიდგორის მონაწილენი ვართ და ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც უნდა დავამტკიცოთ თავდადება ქვეყნის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ადგილი და დავით აღმაშენებელი ქართული სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები