რევაზ არველაძე: სიჭინავასა და ფეხბურთის ფედერაციაზე არაადეკვატური და არასწორი შეფასებები ისმოდა

სიჭინავას გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სიჭინავა გულდაწყვეტილია მისი საქმიანობის შესახებ გამოთქმული არაადეკვატური და არასწორი შეფასებების გამო, რადგან, როგორც არველაძემ განაცადა, სიჭინავამ 6 წლის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად მიუძღვნა ფეხბურთის ფედერაციას.
“სიჭინავას განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია. სანამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ადამიანი გულდაწყვეტილია იმიტომ, რომ ექვსი წელი მაქსიმალურად თავისი შესაძლებლობები მთლიანად მიუძღვნა თავის საქმეს და როდესაც მის მიმართ და, საერთოდ, ფეხბურთის ფედერაციის მიმართ იყო არასწორი და არაადეკვატური შეფასებები, რასაკვირველია, გულსატკენია ეს”, – განაცადა რევაზ არველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები