უეფას სუპერთასის მატჩს საზეიმოდ ანსამბლი “ერისიონი” გახსნის

დღეს, უეფას სუპერთასის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან, თბილისი უმასპინძლებს და მატჩს საზეიმოდ ანსამბლი “ერისიონი” გახსნის. სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა ცეკვა, რომელშიც მონაწილეობას 80 „ერისიონელი“ მიიღებს. ცეკვა ერთიანი საქართველოსთვის – გურული ფერხულით, აჭარულით, აფხაზურით, ოსურით, მთიულურით და ა.შ… წარმოდგენა საქართველოს ყველა კუთხეს აერთიანებს. ასე, რომ უეფას სუპერთასის მატჩს “ერისიონი” პომპეზურად გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები