ხობში ცოტნეობა აღინიშნება

12 აგვისტოს ხობში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ცოტნეობა გაიმართება, სადაც სტუმრებს საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან ელოდებიან. დილის 9 საათიდან სადღესასწაულო წირვა გაიმათება ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული.
დღესასწაულთან დაკავშირებით ხობში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებაა დაგეგმილი. სახალხო დღესასწაულზე მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, ლელობურთსა და ნარდში შეეჯიბრებიან. გაიმართება სამეცნიერო კონფერენციაც. 15 საათიდან ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში სამეგრელო-ზემო სვანეთის ეთნოკუთხეების დათვალიერება იქნება შესაძლებელი, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინება. ხეივანშივე გაიმართება რამდენიმე თეატრალური სანახაობა, მათ შორის ცოტნე დადიანის მოღვაწეობის აღმნიშველი კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. ასევე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტები.

11844172_1658740677697027_1931804457_n

11853808_1658740691030359_1432736266_n

11880229_1658740681030360_1840691098_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები