საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ზაირა არსენიშვილის ოჯახსა და ახლობლებს

ცნობილი მწერალი და სცენარისტი – ზაირა არსენიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
ზაირა არსენიშვილი 1970 წლიდან მუშაობდა კინოში. კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“, „აურზაური სალხინეთში“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“ და სხვა. ზაირა არსენიშვილის სცენარის მიხედვით გადაიღო აგრეთვე ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ფილმი „ფელიჩიტა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები