ზურაბ აბაშიძეს ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს

ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია არ აქვს.
ზურაბ აბაშიძე აპირებს ამ თემაზე ინფორმაცია კოლეგებისგან მიიღოს.
მცოცავი ოკუპაციის ხაზის კიდევ 800 მეტრით გადმოწევის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის რაიონში საოკუპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა უკვე სოფელ თამარაშენის მაცხოვრებელთა მიწები.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დღეს დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო მიწები მოექცა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მცოცავი ოკუპაციის ხაზმა 800 მეტრით გადმოიწია. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სოფლის ტერიტორიაზე გვიან ღამით აღიმართა. მაცხოვრებლების თქმით, ბანერები დღეს მას შემდეგ შენიშნეს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსავლის ასაღებად მივიდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისსაც აღმართეს. გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი – დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი სამსახური ადგილზე ვითარებას სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები