ოთარ დანელია: ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება

ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და დღესაც რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი.
“არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება ხორბლის ან პურის ფასის მატება, შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ, მაგრამ ლოგიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ, თუ რაშია საქმე”, – განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, რა იგულისხმება ხელშეწყობაში, დანელიამ აღნიშნა, რომ წისქვილკომბინატებს აქვთ პრობლემები, მათი მოგვარება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, “ხორბლის მარაგიც გვაქვს და, ზოგადად, ბაზრებზე ხორბალიც გაიაფებულია”.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ გააკეთა განცხადება, რომ ბაზარზე პურის გაძვირების პროცესი დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები