„ხელისუფლებაში ვიღაც დაინტერესებულია იმით, რომ აგვისტოს ომის გამოძიების საქმეს მსვლელობა არ მიეცეს“

რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას აგვისტოს ომის საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ის როგორც აღნიშნული კომისიის წევრი, ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს და მზად არის გამოძიებასთან ამ საკითხზე ითანამშრომლოს.

„ ბევრ ინფორმაციას ვფლობ, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციასაც. დღევანდელ ხელისუფლებაში ვიღაც აშკარად დაინტერესებულია იმით, რომ ამ საქმეს მსვლელობა არ მიეცეს. როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ევროკავშირის შესაბამისი კომპეტენტური კომისიის დონეზეც არის მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და მის ბოლომდე მიყვანას. მიუხედავად ამ ხელისუფლების მიერ გაცემული პოლიტიკური დაპირებისა, სამწუხაროდ, არავითარი მსვლელობა ამ საქმის წარმოებას არ მისცემია. მე ბრალს ვდებ ძველ ხელისუფლებას იმ დანაშაულებრივი ქმედებების აღსრულებაში, რომელსაც გაკრვეული პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა. ასეთი იყო სტალინის ძეგლის აფეთქებისთვის ფულის შეთავაზება რუსი გენერლების მიმართ. ეს იყო დანაშაული. მზად ვარ, ნებისმიერ დონეზე დავიკითხო მოწმის სახით, რადგან მე არა მაქვს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების უფლება. აქ საქმე მათ შორის მაღალჩინოსნების ქვეყნიდან გაქცევის მცდელობასაც ეხება“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები