გია ყანჩელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე კონცერტების სერია გაიმართება

დღეს, ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის მანძილზე კონცერტების სერიას მიუძღვნის.
პირველი კონცერტი 22 აგვისტოს, „იანგ ეურო კლასიკ“ ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ბერლინის ისტორიულ დარბაზ „კონცერტჰაუზში“ გაიმართება. გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდება არვო პიარტის მუსიკაც. სოლისტები: დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
პროექტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „დაად“-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები