ოთარ დანელია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება დარგში არსებული მიღწევები და გამოწვევები, 2015 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე საკითხები.
შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და მას ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული როგორც სამთავრობო და კერძო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები