ირაკლი ღარიბაშვილი სამების ტაძარში ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. ჩვენ დღეს სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 22 წლის წინ დაიღუპნენ აფხაზეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის სიმბოლური დამთხვევა, რომ დღეს, 8 აგვისტოს მივაბარებთ ჩვენს გმირებს ქართულ მიწას. ეს არის ძალიან მძიმე ოჯახებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, მის სამინისტროს და „წითელ ჯვარს“, რომლებიც “აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში”. “ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, რომ შევძლოთ კიდევ დამატებით ჩვენი გმირი ჯარისკაცების ნეშტების გადმოსვენება თბილისში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ბაბუშერის სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ნეშტს დღესვე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები