პრეზიდენტი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომის გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო – ფოტოკოლაჟი

გიორგი მარგველაშვილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავცრელებს.

“ჩვენ მოვიხსენიეთ გმირი მებრძოლების სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი სამშობლო.

დღეს ჩვენ ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ვიმყოფებით და გვყოფს აბსოლუტურად ხელოვნური ოკუპაციის ხაზი, რომელსაც გადავლახავთ შერიგებით. ჩვენ ნამდვილად გავაერთიანებთ საქართველოს და გავერთიანდებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაყოფილები ვართ უაზრო, იმპერიალისტური ამბიციებიდან გამომდინარე.

ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედროვე მსოფლიო, რადგან ის არის ხელოვნური.

ასეთი არაერთი ხელოვნური ხაზი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ეპარქიის საკათედრო ტაძარის მოძღვარმა მამა გიორგიმ გადაიხადა.

პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში: თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

11866468_474317699403175_4652670300086305537_n

11794281_474317772736501_9033699313683853365_o

11807591_474317282736550_2444607709507084617_o

11822801_474317269403218_8984426032177713984_n

11828579_474317186069893_5758174564630438070_n

11828703_474317456069866_2328774379984818796_n

11846150_953195568059662_1023453648_n

11846574_474317176069894_7503849095814540074_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები