„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 

პარტიის ლიდერებმა გვირგვინით შეამკეს გარდაცვლილ გმირთა მემორიალი. ალექსი პეტრიაშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრებს და მათ თანადგომა და დახმარება აღუთქვეს. ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც: ნინო ფრუიძე და ირაკლი პერტენავა.

„დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და უმნიშნელოვანესი დღეა.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და უკვდავყოთ საქართველოს გმირების სახელები, მათი ისტორიები, რათა მომავალმა თაობებმა კარგად იცოდნენ მათი სახელები და თავისუფლების ფასი. მთავრობები, რომლებიც არიან, რომლებიც იყვნენ და მთავრობები, რომლებიც მოვლენ, კარგად უნდა ახსოვდეთ, თუ რად უჯდებათ ჩვენს გმირებს ჩვენი მომავალი თაობების და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.

მადლობა მინდა გადავუხადო მათ, მადლობა მინდა გადავუხადო მათ ოჯახებს, რომ ასეთი გმირები გაუზარდეს სამშობლოს!“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები