„პოზიცია”: ქედს ვიხრით აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების წინაშე

2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” განცხადებას ავრცელებს.
„პოზიციამ“ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დაღუპული გმირების გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს ისტორიაში ეს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. ასევე ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაქსიმალური გონიერებით მიუდგეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხს.
„შვიდი წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რასაც რუსეთ – საქართველოს ომი ჰქვია. იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახირებას ასეულობით ჩვენი მოქალაქე შეეწირა, დაიღუპნენ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები, პოლიციელები, ასევე საკუთარი საცხოვრებელი სახლები იძულებით დატოვა თითქმის 130 000-მა პირმა, რომელთა დიდმა ნაწილმა მოგვიანებით შეძლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება, ხოლო დაახლოებით 26 000-მდე პირი კვლავაც დევნილობაში იმყოფება. 2008 წელი საქართველოსთვის უმძიმესი წელი იყო. ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპულების სულების წინაშე, და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მათ მეგობრებს. ასევე, ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დიპლომატიით, მაქსიმალური გონიერებით მიუდგნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები