თეა წულუკიანმა 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო.
მინისტრთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ხელმძღვანელებმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მემორიალი 2009 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიხსნა, 31 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ხოლო საქართველოს 26 ათასი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.
დღესვე იუსტიციის მინისტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენასაც დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები