თინათინ ხიდაშელი: აგვისტოს ომი ყოველთვის იქნება საქართველოს ისტორიაში, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი და არა გამყოფი

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ შეაფასა 2008 წლის აგვისტოს ომი და განმარტა, რომ არ არსებობს შეიარაღებული ძალები, რომელიც ომს მოიგებს და ქვეყანას გაამარჯვებინებს.

მისი თქმით, თუ არ არის კონსენსუსი და შეთანხმება მთავარ საკითხებზე – ვინ არის მტერი, ვინ მოყვარე, საით მიდის ქვეყანა და რა არის მნიშვნელოვანი, რისთვისაც ცხოვრებას გაწირავ.

“აგვისტოს დღეები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, თუმცა ამავდროულად ალბათ ასეთი დღეები ადუღაბებს ერს და ერთიანობის განცდას კიდევ უფრო მეტად უჩენს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ აგვისტოს ომი ისე იქნება ყოველთვის საქართველოს ისტორიაში, როგორც 7 წლის წინ – ქვეყნის გამაერთიანებელი და არა გამყოფი. ომის გაკვეთილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ასეთმა ტრაგიკულმა დღეებმა, წინააღმდეგობებმა, ომმა და აგრესიამ ქვეყანა გააერთიანოს, სწორედ ამიტომ იმედი მაქვს, რომ საქართველოს ისტორიაში აგვისტოს დღეები იქნება ყოველთვის გამაერთიანებელი, ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები