შს მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირველი მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია.
მისივე თქმით, რომ პირი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნება, პროფესიონალი უნდა იყოს.
“უახლოეს დღეებში გაიგებთ მის ვინაობას. ჩემი მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმები არის ერთი, ეს არის პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული“,- აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა შს სამინისტროში საკადრო ცვლილებები, გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მოხდება გარკვეული გადაადგილებები.
“მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან მე არავის დათხოვნას არ ვაპირებ, რამეთუ ჩემი წინამორბედი, ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს და სიტუაციებს, ერთი ხედვა გვაქვს. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ამაზე ბატონმა ვახტანგმა იზრუნა და გაუშვა”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები