რუსეთი 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ სანქციების შემოღებას გეგმავს

რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის 7 კანდიდატი ქვეყნის მიმართ სასურსათო ემბარგოს შემოღების მექანიზმებს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა შეატყიბინა.
საუბარია ჩერნოგორიაზე, ალბანეთზე, ისლანდიაზე, ნორვეგიაზე, ლიხტენშტეინზე, უკრაინასა და საქართველოზე.
„ამ ქვეყნებს სასურსათო ბაზარზე უმნიშვნელო წილი უკავიათ. ის საერთო მოცულობის 3-დან 5 პროცენტამდე შეადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, როგორი რეაგირება შეიძლება გვქონდეს ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ“, – განაცხადა ტკაჩოვმა. მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი წინადადებებით მთავრობას მიმართავს.
„თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ ქვეყნების პროდუქციის გარეშე გავძლებთ და მოსახლეობა რაიმე დეფიციტს არ იგრძნობს, ამ შემთხვევაში ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და შესაბამისი რეკომენდაციით მთავრობას მივმართავთ“, – ამბობს ტკაჩოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები