„ხელისუფლება დგას და უნდა იდგეს დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე“

ნამდვილად არ არის მოტივირებული ხელისუფლება, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას – ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე უნდა იდგეს.
„ამის უკან ხელისუფლება დგას“, – ამ ფრაზას ვერ მივიღებ და ვერანაირად ვერ გავიზიარებ. ნამდვილად არ არის მოტივირებული ხელისუფლება, რომ ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დგას და უნდა იდგეს დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები