შს მინისტრი: „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს შინაგან საქმნეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში არსებობს თავისუფალი და ობიექტური სასამართლო, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამასთან, მღებრიშვილის განცხადებით, საკითხი მოსამართლემ უნდა შეაფასოს.
„მე ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ დღესდღეობით საქართველოში არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, ობიექტური სასამართლო, რომელიც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. შემფასებელი ამ შემთხვევაში იქნება მოსამართლე. მე შეფასებებს ვერ გავაკეთებ“,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები