ოთარ დანელია: ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ჩვენ ნებისმიერ ბაზარს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა ვეძებოთ ნებისმიერ ბაზარში პენეტრაციის საშუალებები – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.
“ნებისმიერი ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ბაზარი იქნება ეს. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უკაცრავად და, ვიღაცის ხუშტურებზე იქნება ეს თუ პირად მოსაზრებებზე ავაგოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ ნებისმიერ ბაზარს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა ვეძებოთ ნებისმიერ ბაზარში პენეტრაციის საშუალებები. ამასთან, რა თქმა უნდა საჭიროა ვეძებოთ ალტერნატიული ბაზრებიც. ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. ეს არის მთავრობის ვალდებულება და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაკეთებთ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები