კახა კახიშვილი: გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას მირჩევნია, პირდაპირ მივიღო ინფორმაციები

მირჩევნია ნებისმიერი ინფორმაცია პირადად მივიღო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა პრობლემა განიხილეს, რაც უწყებაში არსებობს და ის პრიორიტეტებიც დაისახა, რომლითაც სასჯელაღსრულების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ თანამშრომლობის გაგარძელებას.
“შევეცადეთ, შეხვედრაზე განგვეხილა ყველა პრობლება, რომელიც სისტემაში არსებობს. ასევე დავსახეთ პრიორიტეტები, როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორთან პირადი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ისედაც გვქონდა კონტაქტი ტელეფონით, იგივე კონფერენციების ფარგლებში ვხვდებოდით ერთმანეთს და შეხედულებების გაცვლა-გაზიარების საშუალება არსებობდა, მაგრამ გაცილებით კარგია ასეთი დახურული შეხვედრები, სადაც შეგვიძლია კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, დავსახოთ პრიორიტეტები და ა.შ. მიმაჩნია, რომ პულსზე ხელი უნდა მედოს. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას პირდაპირ მივიღო ინფორმაციები და პირდაპირვე დავსახო ერთობლივი თანამშრომლობის გეგმა”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები