სოზარ სუბარი: სახელმწიფო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაში ვერ ჩაერევა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, თუ ხალვაშს მიაჩნია, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს წილი, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს.
„ქიბარ ხალვაშის გააქტიურება არ ვიცი, რას ნიშნავს. მე ერთი ვიცი, რომ სახელმწიფო „რუსთავი“-თან დაკავშირებულ დავაში ვერ ჩაერევა. ჩვეულებრივი სამოქალაქო დავაა კერძო სუბიექტებს შორის – კერძო პირსა და კომპანიას შორის. კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც აიძულეს ყოფილი მფლობელები, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილი, ჯარჯი აქიმიძე, რომ დაეთმოთ თავიანთი წილები და ზეწოლა იყო მათზე. ასეთივე ზეწოლა იყო ქიბარ ხალვაშზე და დღეს მსგავსი არაფერი არ ხდება. თუკი დღეს ვიღაცა თვლის, რომ უკანონოდ წაართვეს ეს წილი, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ეს არის ცივილიზებული გზა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები