სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვიქტორია კლიმიჩევა გახდა

სუს-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვიქტორია კლიმიჩევა გახდა – ამის შესახებ კლიმჩევა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძვირფასო ჟურნალისტებო, დღეიდან გეკონტაქტებით, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. გთხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს დამირეკეთ, ნომერი არ შემიცვლია“, – წერს ვიქრორია კლიმჩევა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორია კლიმჩევას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები