ოთარ დანელია: „როსპოტრებნადზორის“ განცხადება გაუგებრობაა

გუშინ დავიწყეთ მოკვლევა. ჯერ ეს მხოლოდ გაუგებრობას ჰგავს, – ასე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რუსეთში „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართულ ღვინოზე გამოთქმულ პრეტენზიებზე.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „როსპოტრებნადზორის“ პრეტენზიებზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ საკითხი სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზრდება.
“ჩვენ ძალიან პროაქტიულად ვუდგებით ამ პრობლემას. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. გუშინ დავიწყეთ მოკვლევა. ჯერ ეს მხოლოდ გაუგებრობას გავს. იმედი გვაქვს, რომ ეს რაიმე სერიოზულში არ გადაიზრდება. ქართული პროდუქცია მსოფლიოს ბევრ ქვყანაში გადის და ხარვეზი არ ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევისწავლით, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი პრობლემა”, – განაცხადა დანელიამ.
შეკითხვას, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნება იყო თუ არა გამართლებული, მინისტრმა დადებითად უპასუხა და განაცხადა, რომ ნებისმიერ ბაზარზე შესვლა გამართლებულია.
“გამართლებულია ყველა ბაზარზე შესვლა. რისკები ნებისმიერ ბაზარს შეიძლება ახლდეს”, – აღნიშნა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები