გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო
გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტთა საგრანტო კონსკურსში მონაწილე სტუდენტების სააპელაციო განცხადებების მიღება დღეს დილით, 9 საათიდან დაიწყო.
აბიტურიენტებს ყველა გამოცდის შედეგის გასაჩივრების უფლება აქვთ. გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადებს ათი დღის განმავლობაში განიხილავს.
აბიტურიენტებს აპლიკაციის შევსება და გადაგზავნა ინტერნეტის საშუალებით 12 აგვისტომდე შეუძლიათ.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, დავით ჭანკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 აგვისტოს შემდეგ 10 დღის ვადაში, აპლიკანტებს ელექტრონულად ეცნობებათ აპელაციის შედეგები.
თითო საგნის გასაჩივრება 50 ღირს, თუმცა, თუ აბიტურიენტის ან სტუდენტის საჩივარი დადებითად შეფასდება, თანხა უკან დაუბრუნდებათ.