ყვარელში ეპიდაფეთქების მიზეზი ნოროვირუსი გახდა

ეპიდაფეთქების მიზეზი ნოვოვირუსი გახდა, რომელიც ნებისმიერი გზით ვრცელდება, – ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ.
როგორც ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ვირუსის გავრცელება როგორც საკვებითა და წყლით, ასევე საყოფაცხოვრებო კონტაქტითაც შეიძლება გავრცელდეს.
ყვარელში მოწამლულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია, ნაწილმა თელავის რაიონულ საავადმყოფოშივ გააგრძელა მკურნალობა. თუმცა, ამ დროისთვის, დაწესებულებაში ორი ასაკოვანი ქალბატონი და ერთი 5 წლის გოგონაა მოთავსებული.
როგორც საავადმყოფოს მენეჯრი, ზაზა კოპლატაძე აცხადებს, მათ ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ და მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.
წუხელ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს 30-მდე მოწამლულმა პაციენტმა მიაკითხა. პაციენტებს საერთო სიმპტომები: პირღებინება, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ.
გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, ორი ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული პასუხების მიხედვით, წყლით მოწამვლა გამორიცხა, თუმცა, ამ ვერსიის საბოლოოდ გამორიცხვისთვის, მიკრობიოლოგიურ შედეგებს ელოდებიან, რომელსაც ხვალ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები