საქართველოს საგარეო უწყება ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი კი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტები და თავდასხმებია. აღნიშნულის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან (კერძოდ, არდაჰანის, ერზრუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები). საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები