სააკაშვილი – მე ოდესაში იმისთვის მოვედი, რომ აქ ომი არ დაიწყოს (ვიდეო)

„მე ოდესაში იმისთვის მოვედი, რომ აქ, უკრაინულ ბესარაბიაში არავინ შეძლოს ომის მოტანა, იმისთვის, რომ ჩვენ დონბასი არ მოგვახვიონ თავზე“, – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ იზმაილში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა პუბლიკაციას, რომელთა ავტორები მისი იმიჯის შელახვას ცდილობენ. სინამდვილეში კი, სააკაშვილის თქმით, მისი მისია შემოქმედებას გულისხმობს და ის ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას გეგმავს.
„მე ავაშენე ექვსი ათასი კილომეტრის სიგრძის გზა, მე ავაშენე ოთხი ქალაქი, ასევე – ჯანდაცვის ახალი სისტემა. იცით, რამდენი აქვს ხელფასი საქართველოში ექიმს? ხუთი ათასიდან 15 ათას დოლარამდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ადამიანების დასახმარებლად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა რუსეთთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „რუსეთის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს“.
„ჩვენ გვსურს ყველასთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ აქ ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები, რომ აქ განხორციელდეს ინვესტიციები. მაგრამ ეს არის ჩვენი მიწა. უკრაინა ერთიანი უნდა იყოს. უნდა იყოს მშვიდობა და ის უნდა განვითარდეს. მაშინ მას რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობები ექნება. სულელი უნდა იყო, რომ ასეთი მტერი გსურდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები