ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საგანგებო განცხადებას, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის შესახებაც გააკეთებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის ადვოკატების საგანგებო ბრიფინგის თემა შესაძლოა, სხვა ქონებებთან ერთად, „რუსთავი 2“-ის წილის დაბრუნების საკითხსაც უკავშირდებოდეს.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და გერმანული საადვოკატო კომპანია „ზოლმეკეს“ წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „რედისონში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
ქიბარ ხალვაშის ქართველი და უცხოელი ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს 17:00 საათზე ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები