ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი: წყლის ხარისხის არანაირი ქიმიური დარღვევა არ არსებობს

გუშინ და დღეს ჩატარებული ქიმიური ანალიზის მიხედვით წყლის ხარისხი ქიმიურად სუფთაა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ყვარელში ადამიანების მოწამვლის ფაქტს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქიმიური ანალიზის მიხედვით, წყალი სუფთაა, ბოლომდე მაინც არ არის დარწმუნებული, რომ მომხდარი წყლის ბრალი არაა.
როგორც მან განაცადა, ხვალ მიიღებენ მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგებს, რის მიხედვითაც საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა წყალი სუფთა.
“მანდ ჩვენ მიერ ყოველდღიურად ტარდება წყლის ლაბორატორიული შემოწმება. გუშინ იყო ჩატარებული წყლის ლაბორატორიული შემოწმება და მონაცემები ყველა სტანდარტში ჯდებოდა. დღესაც აიღეს ქიმიური ანალიზი, რომელიც ასევე დადებითი იყო. რაც შეეხება მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას, რომელსაც 24 საათი სჭირდება, მას დათესვა უნდა, ამიტომ პასუხს 24 საათში ველოდები. პასუხს ხვალ მივიღებთ. სანამ არ გვექნება მიკრობიოლოგიური დასკვნა იმაზე, რომ წყალი აბსოლუტურად სუფთაა, მაინც ასპროცენტიან გარანტიას ვერ ვიძლევით, რომ წყალი სუფთაა. თუმცა, გუშინდელი და დღევანდელი ქიმიური ანალიზი გვეუბნება, რომ წყლის ხარისხის არანაირი ქიმიური დარღვევა არ არსებობს”, – განაცხადა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები