ე.წ. ელიავას ბაზრობასთან მეხანძრეები დღესაც მუშაობენ

ე.წ. ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთის ქუჩაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები დღესაც მუშაობენ. ტერიტორიაზე შესვლა მოქალაქეებისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც აკრძალულია.
მაშველებმა გუშინ, რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საღებავების საწყობში 2 ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ადგილზე ვერ მოხერხდა.
ხანძრის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრეა, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება. კვამლით ინტოქსიკაცია  ერთმა მაშველმაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები