საწყობი, სადაც ხანძარი გაჩნდა, პარფიუმერიის მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის

ელიავას ბაზრობაზე საწყობი, სადაც დღის მეორე ნახავარში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, პარფიუმერიის მწარმოებელ კომპანიას სააქციო საზოგადოება „ივერიას“ ეკუთვნის. სს „ივერიის“ გენერალური დირექტორი დავით სილაგავაა. როგორც „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, ამ დრომდე 2 თანამშრომელს ეძებენ. დაცვის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, ცეცხლი საღებავების საამქროში გაჩნდა, იქ სადაც პარფიუმერიისვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოსდა, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიკარგა. „იყო საუბარი სამ პირვნებაზე, რომ შიგნით მომუშავე პერსონალიდან შეიძლებოდა ვიღაცა დარჩენილიყო. ამ წუთებში შენობაში მეხანძრეები არიან შესულები, მიმდინარეობს დათვალიერება და ჯერჯერობით არავინ უნახავთ“, – აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა, სადაც საღებავები და მეტალოპლასტმასის საწყობია. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობა კომპანია „კავკასუს ონლაინს“ ეკუთვნოდა, თუმცა ეს ინფორმაცია დღის ბოლოს არ დადასტურდა.

იზა შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები