გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშ განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამასთან, ადგილზე მუშაობენ ქიმიური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ადგილზე მობილიზებულია 140-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 30 ავტოცისტერნა და ვერტმფრენი.
შემთხვევა დიდუბის რაიონში, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა, სადაც საღებავები და მეტალოპლასტმასის საწყობია. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები