ხანძრის შედეგად მეხანძრე მსუბუქად დაშავდა – მან კლინიკა უკვე დატოვა

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებულებში ერთ-ერთი მეხანძრეა.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მეხანძრეს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და უკვე კლინიკა დატოვა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში სულ 4 დაშავებული მიიყვანეს, სამი მათგანი სამწვრობის ცენტრში მკურნალობას აგრძელებს.
ქაშიბაძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს უკიდია, სადაც საღებავები ინახებოდა.
არსებული ინფორმაციით, შენობა “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო, სახანძო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები