„ელიავაზე“, საწყობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

„ელიავას ბაზრობაზე“, სადაც საწყობები დაიწვა, არიან დაშავებულებიც.
როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ორივე დაზარალებულს სხეულის დამწვრობა აღენიშნება და ისინი სასწრაფოს ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
შემთხვევა დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს უკიდია, სადაც საღებავები ინახებოდა.
არსებული ინფორმაციით, შენობა “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო, სახანძო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები