თამარ ტალიაშვილმა ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ტალიაშვილმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ – ნუგზარ მალაღურაძემ, ასევე მთაწმინდის რაიონისა და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – ჯაბა ჯიშკარიანმა და ზაქარია კოლელიშვილმა, ევროპის XIII ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი-2015“-ის დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
თამარ ტალიაშვილმა და ნუგზარ მალაღურაძემ მრავალჭიდსა და თარჯრბენში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს, ხოლო ჯაბა ჯიშკარიანმა და ზაქარია კოლელიშვილმა – უროს ტყორცნასა და მრავალჭიდში გამარჯვებულ გოგონებს პრიზები გადასცეს.
დეპუტატებმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და პროფესიულ ასპარეზზე წარმატება უსურვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.
შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები