„მთიანი რეგიონები დაცლილია, 162 სოფელი პრაქტიკულად აღარ არსებობს“- რა შეღავათებს უწესებს მთავრობა მთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთის კანონის და იმ შეღავათების შესახებ ისაუბრამ რომელიც მთიან რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობას ექნება.
ხუნდაძის განმარტებით, მთიან რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისინი დაცლილია. ბოლო მონაცემებით, 162 სოფელი პრაქტიკულად აღარ არსებობს, დაახლოებით 160 სოფელში კი მაქსიმუმ 8-10 მოსახლეა. მოსახლეობის ყოფითი პირობების გამო შიდა მიგრაცია მძლავრია.
მთის კანონის მიხედვით მოსახლეობას სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში შეღავათები ექნებათ. გარდა ამისა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიმართ სახელმწიფო დანამატები იქნება. დანამატი ექნებათ აგრეთვე პენსიონერებსაც.
„ ჩვენ მთიან რეგიონებში ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით ინფორმაციას მთის კანონის შესახებ. ასეთი შეხვედრები ჩავატარეთ ყაზბეგში, დუშეთში, თიანეთში. ეს კანონი არ არის მხოლოდ სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ იქ ადგილობრივი სამეწარმეო საქმიანობა განვითარდეს. შეცვლილია სტატუსის მინიჭების პროცედურა და მოსახლეობაზე უფრო მორგებულია. უწესდებათ შეღავეთაბი სამეწარმეო საქმიანობის კუთხით.
მთის მოსახლეობას ექნება შემდეგი შეღავათები: პენსინერები 2016 წლის 1 სექტემბრიდან 20% დანამატს მიიღებენ, მასწავლებლები – 35% სახელფასო დანამატს. ის პედაგოგები, რომლებიც პროგრამებს მთიან რეგიონებში ახორციელებენ, 50% დანამატს მიიღებენ. მედპერსონალი, ექიმები, ხელფასის გარდა, დანამატის სახით – სახელმწიფო პენსიის ორჯერად ოდენობას. ხოლო ექთნები სახელმწიფო პენსიის ერთმაგ ოდენობას მიიღებენ დანამატის სახით. მოსწავლეები უფრო გაზრდილ ვაუჩერებს მიიღებენ, ყოველი ახალ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი ყოველთვიურად დახმარების სახით 200 ლარს მიიღებს მანამ, სანამ ბავშვი არ გახდება 2 წლის. ასევე 100 კილოვატამდე ელექტროენერგიაზე სახელმწიფოსგან 505 თანადაფინასებას მიიღებენ და გარკვეული პროგრამები აირსებებს ასევე გათბობის საშუალებებთან დაკავშირებით“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები