პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა ძიუდოისტებს ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლების მოპოვებას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა ძიუდოისტებს, ზურაბ კახნიაშვილს და თემურ ნოზაძეს ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედლების მოპოვებას ულოცავს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ძიუდოს ტურნირზე ქართველი სპორტსმენები კიდევ არაერთხელ გაახარებენ გულშემატკივარს და საქართველოს ნაკრები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
“ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედლები მოიპოვეს – 2 ბრინჯაოს მედალი უკვე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების ანგარიშზეა. ზურაბ კახნიაშვილი და თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ, ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. ეს პირველი წარმატებებია. ევროპის 45 ქვეყნის 305 ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის მედლებისათვის კიდევ 10 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს. დარწმუნებული ვარ, ძიუდოს ტურნირზე ჩვენი სპორტსმენები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და საქართველოს ნაკრები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები