ილია მეორე: გულზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო

ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვა- კურთხევით მშვიდობით დავბრუნდით გერმანიიდან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, გულზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო და ექიმებმა მას მკურნალობა ჩაუტარეს
“ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულის. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ. მისი თქმით, გერმანიაში დაგეგმილი იყო გარკეული გამოკვლევები და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება, მაგრამ ამ გამოკვლევების ფონზე გამოიკვეთა დამატებით კარდიოლოგიური ჩარევის აუცილებლობა.
მისვე თქმით, ეს კარდიოლოგიური ჩარევა წარმატებით დამთავრდა. ცისანა შარტავამ განმარტა, რომ უწმინდესს კორონოგრაფია ბალონირებით ჩაუტარდა.
“უწმინდესი თავს ძალიან კარგად გრძნობს. სარეაბილიტაციო კურსი შეიცვალა იმიტომ, რომ ამ პროცედურის პარალელურად სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელება არ შეიძლებოდა. უწმინდესი ჩქარობდა სამშობლოში დაბრუნებას და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოსვლას, ამიტომ დაბრუნდა და მომავალში კიდევ დაიგეგმება სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევები”, – განაცხადა ცისანა შარატავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები