ნოდარ ხადური: ჩვენ ვმუშაობთ, რომ დენის ტარიფის მომატება სოციალურად დაუცველთა ხარჯებზე არ აისახოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატება სოციალურად დაუცველთა ხარჯებზე არ აისახოს.
ამის სესახებ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებით გამოწვეული ტვირთი მოქალაქეებს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს შევუმსუბუქოთ და ეს მათ ჯიბეზე, შემოსავალზე და ხარჯებზე არ აისახოს“,- განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: რეგიონებში ელექტროენერგიის საფასურმა მოიმატა და შესაძლოა, დენის ტარიფი დედაქალაქშიც გაიზარდოს. მთავრობის დღევანდელ სხოდმაზე დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების საკითხზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები