ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2558 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2556 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4805 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4636 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0169 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები