ეროვნული ბიბლიოთეკა თურქეთში მცხოვრები ქართველების წინაპრების ფოტოების გაციფრებას და იქაურ არქივებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა თურქეთში მცხოვრები ქართველების წინაპრების ფოტოების გაციფრებას და იქაურ არქივებზე მუშაობას იწყებს.
ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვიწყებთ: თურქეთში მცხოვრები ქართველების წინაპრების ფოტოების გაციფრებას და იქაურ არქივებზე მუშობას. დღეს, წესით, მეც უნდა წავსულიყავი სტამბოლში, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვრჩები და თანამშრომლები მიდიან. ასე, რომ ამ მიმართულებით ახალ ეტაპს ვიწყებთ და წარმატება გვისურვე“, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები