სამეგრელოს სამხარეო პოლიციამ “წყლის მილების საქმე” გახსნა

    სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდის რაიონში სკანდალური “სასმელი წყლის მილების” საქმე გახსნილია. დაკავებულები არიან: კახაბერ მალანია და გოგა ყალიჩავა. ეჭვმიტანილებმა დანაშაული უკვე აღიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „smo.ge“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო „smo.ge“-ს წყაროს ცნობით, დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული, ზუგდიდში, ბერიას 3-ში მცხოვრები კახაბერ მალანია, რომელიც ე.წ “მილების საქმეში” მონაწილეობდა. პოლიციამ დააკავა ასევე 1978 წელს დაბადებული, ზუგდიდში, რუსთაველის 304-ში მცხოვრები გიორგი (გოგა) ყალიჩავა. მათ ოფიციალურად ბრალი უკვე წარედგინათ. დაკავებულებს: კახაბერ მალანიასა და გიორგი ყალიჩავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღესვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. სამხარეო პოლიციაში კი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში გამოვლინდეს და დაკავებულ იქნას ის პირები, რომლებიც სკანდალური “წყლის მილების” საქმეში მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბრის დასასრულსა და 2013 წლის დასაწყისში ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების რამდენიმე სოფლიდან ამოღებულ იქნა სასმელი წყლის მილები, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა. საინფორმაციო სააგენტო „smo.ge“-ს წყაროს ცნობით, ე.წ “წყლის მილების” საქმეში პირთა ჯგუფი მონაწილეობდა. სამხარეო პოლიციის მიერ დაკავებული კახაბერ მალანია და გოგა ყალიჩავა ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღესვე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები